|
შპს „სვეპი“ ჩამოყალიბდა 2008 წელს, თუმცა ჩვენ გაცილებით დიდი ისტორია გვაქვს. 1998 წელს შეიქმნა ინდივიდუალური საწარმო, რომლის საქმიანობის სფერო ნახევარფაბრიკატების წარმოება იყო.
თავიდანვე გადაწყდა , რომ ნახევარფაბრიკატები დამზადდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით. ნატურალური პროდუქტები და ტრადიციული ოჯახური რეცეპტი ჩვენს პროდუქციას გამოარჩევდა განუმეორებელი გემოთი და ხარისხით. 1998 წლიდან 2000 წლამდე მზადდებოდა მხოლოდ პელმენი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებელში. რამდენიმე წელიწადში გაჩნდა იდეა, შექმნილიყო სავაჭრო ნიშანი, რაც საშუალებას მისცემდა მყიდველს განესხვავებინა ნატურალური პროდუქტებით დამზადებული პროდუქცია იმპორტირებული ხორცითა და ხელოვნური დანამატებით დამზადებული პროდუქციისაგან. 2007 წელს შეიქმნა სავაჭრო ნიშანი „სვეპი’ და გაიზარდა ასორტიმენტი. 2008 წელს ამ ბაზაზე დაფუძნდა შპს „სვეპი“ და დღეისათვის ქართულ ბაზარზე იმკვიდრებს ადგილს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი კომპანია. ჩვენ არ გადაგვიხვევია ჩვენი მთავარი პრინციპისათვის – მომხმარებელს მივაწოდოთ მხოლოდ ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები. |